(რეზონანსი) სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისთვის საშიში დარღვევების გამო 5 უფასო სასადილო დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სააგენტოს განცხადებით, 5 კომპანია: "ილი ჯგუფი", "ნილი", "თამაზ სიხარულიძე", "თამარ ჭურაძე" და "ჩიხურა", თითოეული 1000 ლარით დააჯარიმა, რადგან მონიტორინგის დროს მათ კრიტიკული დარღვევები აღმოაჩნდათ.
სააგენტოში განმარტავენ, რომ დარღვევები ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვას და კვების ბლოკში დეზინფექციის ჩატარებას შეეხებოდა. ასევე ამბებენ, რომ ეს დარღვევები ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
მომხდარს პარტია „ახალი საქართველო" გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სააგენტომ აღნიშნული კომპანიები ამ წლის ივნისშიც დააჯარიმა.
პარტიის ლიდერი გიროგი ვაშაძეს თქმით, ეს კორუფციული სქემაა, რომელიც თბილისის მერიამ ააწყო, რადგან ამ კომპანიების საქმიანობით მერია არ ინტერესდება.