რეზონანსი
31.07.2017

 (რეზონანსი) აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის დასახვედრად მოსახლეობა პუშკინის სკვერში იკრიბება, სადაც საქართველოსა და აშშ-ის დროშები კიდია და ღონისძიებაა დაგეგმილი.

მაიკ პენსი საქართველოში ჩამოფრენის შემდეგ ამ ტერიტორიას გაივლის.

მოსახლეობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის იმ მიმდებარე ტერიტორიაზეც იყო შეკრებილი, სადაც პენსის თვითმფრინავი უნდა დაეშვას. თუმცა, რამდენიმე წუთის წინ აეროპორტის შიდა პერიმეტრიდან ისინი გაიყვანეს.

აღნიშნულზე კომენტარი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა - ანზორ ჩუბინიძემ გააკეთა, რომლის თქმითაც არავითარი საფრთხე არ არსებობს და ხალხის გაყვანა ტექნიკური მიზეზების გამო მოხდა.

მაიკ პენსის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:00 საათზე დაეშვება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×