რეზონანსი
31.07.2017

 (რეზონანსი) თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

მაიკ პენსი თბილისს მეუღლესთან ერთად ეწვია. აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაიკ პენსს და მის მეუღლეს აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დახვდა.

გიორგი კვირიკაშვილი დღესვე პენსს, მის მეუღლეს და დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

ხვალ 10:15 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. პენსი სწავლება „ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროებს შეხვდება. ასევე პენსი ოპოზიციურ პარიებს და ილია მეორესთან გამართავს შეხვედრას.

შეგახსენებთ, რომ პენსი საქართველოში გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით იმყოფება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×