რეზონანსი
01.08.2017

 (რეზონანსი) აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მარტივი გზავნილით, თქვენთვის, თქვენი მთავრობისა, დიადი და გულადი ქართველი ხალხისთვის, მომავლინა: ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ მხარში გიდგავართ თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების სამსახურში, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა - მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ - გიორგი კვირიკაშვილს ოფიცალური ვახშმის დროს.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა კიდევ ერთხელ, რომ შევხვდით. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო შეხვედრა თქვენს მეუღლესთან - მაიასთან და ჩვენი შვილების შესახებ ისტორიების გაზიარება. ჩემთვის პირადად და პრეზიდენტისთვის თქვენი მასპინძლობა თეთრ სახლში დიდი პატივი იყო. მადლობას მოგახსენებთ გულთბილი დახვედრისთვის, იმ სითბოსთვის, რომლითაც თქვენ გვმასპინძლობთ მე და ჩემს მეუღლეს - კერენს, თქვენს უმშვენიერეს ქვეყანაში. ნება მომეცით, გადმოგცეთ მოკითხვა აშშ-ის პრეზიდენტისგან",- განაცხადა პენსმა.

მაიკ პენსი დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ძლიერი კავშირები, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული კიდევ უფრო განმტკიცდება გიორგი კვირიკაშვილისა და დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×