(რეზონანსი) აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი „ევროპული საქართველოს" ლიდერს - დავით ბაქრაძეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" - ნიკა მელიას, „შენების მოძრაობიდან" - დავით უსუფაშვილის და „თავისუფალი დემოკრატებიდან" - შალვა შავგულიძეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.
შეხვედრიდან გამოსულმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პენსთან საუბარი საქართველოს მომავალზე, უსაფრთხოებაზე, შიდა დემოკრატიაზე და „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ჰქონდა.
შალვა შავგულიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხთან ერთად ყურადღებას საქართველოში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა.
ნიკა მელიას განცხადებით პენსთან შეხვედრისას, საკონსტიტუციო ცვლილებეზე, პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე და მიხეილ სააკაშვილზე, ისაუბრა.
რაც შეეხება დავით უსუფაშვილს, მან შეხვედრაზე ყურადღება დემოკრატიული სტანდარტების დაცვაზე გაამახვილა.