რეზონანსი
01.08.2017

 (რეზონანსი) რუსთავში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. მეგობრობის გამზირზე, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცმა წუხელ გვიან ღამით, ძაღლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ძაღლი სასტიკად ცემა, რის შედეგადაც, ცხოველი მოკვდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

როგორც შსს-ში განაცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია მხილებული, რომელიც სამართალდამცავებმა გუშინვე დაკითხეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×