რეზონანსი
01.08.2017

 (რეზონანსი) ამ წუთებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი - მაიკ პენსი თბილისის ძველ უბანში იმყოფება. პენსი ბამბის რიგისა და რკინის რიგის ქუჩებს ათვალიერებს.

უბნების დათვალიერების შემდეგ პენსი სიონის საკათედრო ტაძარში მივა. ტაძარს დაათვალიერებს და შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილის მეორეს შეხვდება. მათი შეხვედრა 14:00 საათზე შედგება.

პატრიარქისა და მაიკ პენსის ვიდეოკადრების გადაღების საშუალება „საზოგადოებრივ მაუწყებელს", „ერთსულოვნებასა" და „რუსთავი 2"-ს მიეცემა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×