რეზონანსი
01.08.2017

 (რეზონანსი) უკრაინული გამოცემა „ობოზრევატელ“ უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი იმ ბრძანების ფოტოს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

პეტრო პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი 26 ივლისით არის დათარიღებული.

გარდა ამისა, განკარგულებაში ასევე მოყვანილია კიდევ შვიდი პირი, რომლებსაც მოქალაქეობა ჩამოერთვა. დოკუმენტის თანახმად სააკაშვილთან ერთად მოქალაქეობა კიდევ 7 პირს ჩამოერთვა. რომელთა სახელი და გვარი დაფარულია.

მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძვლად კი კონსტიტუციის 106 მუხლის 26-ე პუნქტი და „უკრაინის მოქალაქეობის შესახებ" კანონის 17-ე და 19-ე მუხლებია მითითებული.

შეგახსენებთ, რომ პეტრო პოროშენკოს მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ბრძანებულების ხელმოწერის შესახებ ინფორმაცია 27 ივლისს გავრცელდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×