რეზონანსი
01.08.2017

 (რეზონანსი) რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 3 წლის გოგონა გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, ბავშვი ფანჯრიდან იყურებოდა, რა დროსაც გადავარდა.

გოგონა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექიმების თქმით, ბავშვს სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

როგორც შსს-ში ამბობენ მომხდარზე, სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×