(რეზონანსი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს საჩუქრად ოქროს სამაჯური, ხოლო მის მეუღლეს ოქროს ჯვარი გადასცა. ამის შესახებ სიონის საკათედრო ტაძრის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა.
პროტოპრესვიტერის თქმით, მისივე თქმით, პატრიარქმა სტუმრებს საჩუქრები აშშ-ს პრეზიდენტ - დონალდ ტრამპისა და პირველი ლედისთვი - მელანია ტრამპისთვისაც გადასცა.
"კათოლიკოს-პატრიარქმა ვიცე-პრეზიდენტს სთხოვა, რომ თუ შეიძლებოდა მას საჩუქარი აშშ-ს პრეზიდენტ - დონალდ ტრამპისთვის და პირველი ლედის - მელანია ტრამპისთვის გადაეცა. ვიცე-პრეზიდენტმა დიდი პატივით უპასუხა, რომ ის საჩუქრებს, აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის, პირადად გადასცემდა", - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედისთვის პატრიარქმა მაიკ პენსს ასევე ოქროს სამაჯური და ოქროს ჯვარი გადასცა.
როგორც გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, სტუმრისთვის გადაცემულ ოქროს სამაჯურზე არის წარწერა: "ღმერთმა დაგლოცოთ" და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხელმოწერა.