რეზონანსი
01.08.2017

 (რეზონანსი) დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საქმის პროკურორ ზვიად გუბელაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროვებაში ადანაშაულებენ.

საუბარია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის - ირაკლი ფირცხალავას განცხადებაზე, სადაც ის დეკანოზის საქმის მთავარ მოწმეს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს აგენტს უწოდებს.

პროკურორმა გუბელაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ფირცხალავას განცხადება ტყუილია და ოფიციალური ინფორმაციით ირაკლი მამალაძე სუს-ის ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი არასოდეს ყოფილა.

დეკანოზის ადვოკატებ განმარტავენ, რომ სუს-იდან გამოთხოვილ ინფორმაციას გრიფით საიდუმლო ედო და ბრალდებულის ყველა ადვოკატს გაუთქმელობასთან დაკავშირებით ხელწერილი დააწერინეს. გიორგი ფანცულაიას თქმით, საიდუმლო დოკუმენტის გასაჯაროვება სისხლის სამართლის დანაშაულია. ის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×