(რეზონანსი) უკრაინულმა ტელევიზიამ "112"-მა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა. მთავარი სალაპარაკო თემა პოროშენკოს მიერ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო.
როგორც სააკაშვილმა თქვა, ის საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა, არამედ უკრაინული პარტიის ლიდერია და უკრაინიდან ოლიგარქი მმართველების რეჟიმის დასრულება სურს.
"უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ და უკრაინის ყველა რეგიონში ასობით ათასი მხარდამჭერი მყავს. რომელ საქართველოზე მელაპარაკებით? მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ. დაიმახასოვრეთ ყველამ. საქართველო არაფერ შუაშია. საქართველოში რუსი ოლიგარქი ივანიშვილია. მე საქართველოში პრეზიდენტობის ორი წარმატებული ვადა გავატარე, დღეს კი უკრაინიდან ოლიგარქების რეჟიმთან ვიბრძვი", - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილმა დასძინა, რომ პოროშენკომ თავის ქმედებებით თვითონვე დააჩქარა საკუთარი მმართველობის დასასრულის მოახლოება.
შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა- პერტო პოროშენკომ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიზეზად კი ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.