რეზონანსი
01.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივით მიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაიკ პენსი გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დაინტერესდა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისა და კონკრეტული ინიციატივების უფრო სწრაფ და ეფექტიან იმპლემენტაციას ხელს შეუწყობს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველო უკვე დატოვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×