რეზონანსი
02.08.2017

 (რეზონანსი) თეთრი სახლი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის და მისი მეუღლის საქართველოში ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს. ვებგვერდზე მაიკ პენსის მიერ მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017"-ის მონაწილეებისადმი მიმართვა გამოქვეყნდა. აქვე განთავსებულია ვიცეპრეზიდენტის და საქართველოს პრემიერის ერთობლივი პრესკონფერენციის ტექსტებიც.

ვიზიტს შესახებ წერს მაიკ პენსის მეუღლის პრესსამსახურიც. ნათქვამია, რომ კარენ პენსი ეროვნულ ბიბლიოთეკას და სარეაბილიტაციო ცენტრ „კამარას" ესტუმრა, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად რესტორანში ისადილა და „ქარვასლაში" ქართველი მხატვრის, ოლესია თავაძის ტილოები დაათვალიერა.

„მაიკ და კარენ პენსები სიონის ტაძარში იმყოფებოდნენ", - წერია ვებგვერდზე.

„Great job" - ასე ეხმაურება სენატორი ჯონ მაკკეინი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს. მან ამის შესახებ „ტვიტერზე"დაწერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×