რეზონანსი
02.08.2017

 (რეზონანსი) „შირაქის პროდუქტის" ქსელის ის მაღაზია, სადაც გუშინ ტარაკნები აღმოაჩინეს, დახურულია. ადგილი სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ინსპექტორებმა უკვე დატოვეს. მაღაზიის მფლობელს 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და სიტუაციის გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა მიეცა.

მომხდარზე კომენტარი დღეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმაც გააკეთეს. მათი თქმით, პროდუქტს ამ ჯიხურში ყოველ დღე ყიდულობენ და მსგავსი რამ არასდროს დაუფიქსირებიათ.

სოციალურ ქსელში მომხმარებელმა თიკო მუმლაძემ საჯაროდ გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მაღაზიათა ქსელ „შირაქის პროდუქტების" საკვებ პროდუქტზე ტარაკნები დადიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×