რეზონანსი
02.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოში აბორტების რაოდენობა შემცირდა. ამის შესახებ საქსტატზე დაყრდნობით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვებგვერდზე წერს.

2016 წელს 29 600 აბორტი დაფიქსირდა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აბორტების მაქსიმალური რიცხვი 2012 წელს იყო (39 200), რის შემდეგაც კლება ფიქსირდება. 2013 წელს 37 ათასი აბორტი იყო რეგისტრირებული, 2014 წელს 33 500, 2015 წელს კი 33 400.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საქსტატისთვის მიწოდებულ მონაცემებში ასახულია ორსულობის ნაადრევად შეწყვეტა ასაკის მიხედვით. 15 წლამდე გოგონებში 19 აბორტი დაფიქსირდა, 15-19 წლის ასაკში - 932 შემთხვევა, 20-44 წლის ასაკში 28 564, 45 და მეტი წლის ქალბატონებში - 126.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×