რეზონანსი
02.08.2017

 (რეზონანსი)„ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილები ფაქტობრივად არის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და ერთ-ერთი ფორმა იმ ბარიკადების, რომლებიც წლების განმავლობაში ივლებოდა" , - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ არცევთან ხნულის გავლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ამის თაობაზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და კომუნიკაციაში იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ისევე, როგორც შესაბამისი უწყებები ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან.

„უმჯობესი იქნება, გადაიდგას მოსახლეობის ინტერესების შემხვედრი ნაბიჯები და არა ამის საპირისპირო. ეს მოქმედება, რომელიც ხორციელდება არსებული რეჟიმის მიერ ოკუპაციის პირობებში, არ ემსახურება ადამიანის ინტერესებს", - განაცხადა ციხელაშვილმა.

2017 წლის 3-დან 18 აგვისტოს ჩათვლით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება გამყოფ ხაზთან ახალი ხნულის გავლებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის უშიშროების სამსახურის პრესცენტრი ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×