რეზონანსი
02.08.2017

 (რეზონანსი) უპილოტო ტრამვაი 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ვაგონები 380 მგზავრს იტევს. ტრამვაის სიგრძე 35 მეტრია, სიგანე - 2,6 მეტრი. ინოვაციურმა სატრანსპორტო საშუალებამ პირველი რეისი პროვინცია შანდუნის ქალაქ ცინდაოს ქუჩებში, 28 ივლისს შეასრულა.

ინჟინრების განცხადებით, ის „ინტელექტუალური ტვინით" არის აღჭურვილი. მძღოლები ტრამვაიში მაინც იქნებიან, ყოველი შემთხვევისთვის, თუმცა საჭესთან არ დასხდებიან.

„ტვინი" დამოუკიდებლად განსაზღვრავს მოძრაობის სიჩქარეს და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას აჩქარებისა თუ დამუხრუჭების შესახებ. როგორც გამოცემა „China Daily"-ს ტრამვაის შემქმნელებმა განუცხადეს, მათ მიერ შექმნილი „ტრამვაის ტვინი" არა მხოლოდ ტრამვაების ეფექტურობას გაზრდის, არამედ მათ უსაფრთხოებასაც გააუმჯობესებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×