რეზონანსი
02.08.2017

 (რეზონანსი) გამყოფ ხაზთან გატაცების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ფლავისმანიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. ორივე მათგანი მწყემსია.

გივი ეცადაშვილი და გივი მამისბედაშვილი საქონელს, ჩვეულად, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე აძოვებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ე.წ. საზღვარი არ დაურღვევიათ. გატაცებულები სავარაუდოდ, კვლავ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. სავარაუდოდ, ისინი ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი. მწყემსების ოჯახებს არავინ დაკავშირებია.

სუს-ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×