რეზონანსი
02.08.2017

 (რეზონანსი) შემთხვევა 31 ივლისს, ღამით, გუდაუთას რაიონის სოფელში მოხდა. რუსი ოჯახი აფხაზეთის სოფელში გასული წლის მაისში ჩამოსახლდა. როგორც მათი მეზობლები და თვითმხილველები ამბობენ, რუსი ცოლ-ქმარი ბოლო დროს სახლს არემონტებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი თავდამსხმელი სახლში შეიჭრა. ისინი დანით და პისტოლეტით იყვნენ შეიარაღებულები. თავდამსხმელებმა ქალს ბლაგვი იარაღი სახეში ჩაარტყეს, მის ქმარს კი თავში სცემეს. როგორც ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა განაცხადა, რემონტისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით თანხა მათ ავტომობილში, ეზოში ინახებოდა.

თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, დაზარალებული ცოლ-ქმარი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×