რეზონანსი
02.08.2017

 (რეზონანსი) მოლდოვის ხელისუფლებამ დიმიტრი როგოზინი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. გადაწყვეტილება რუსეთის ვიცეპრემიერის შავ სიაში შეყვანის შესახებ, მთავრობის სხდომაზე მიიღეს. მოლდოვის ხელისუფლების უკმაყოფილება დიმიტრი როგოზინის ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც რუსეთის ვიცეპრემიერმა მოლდოველი ხალხის და ხელისუფლების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.

„რასია 24"-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსმა მაღალჩინოსანმა მოლდოველი დეპუტატი ვიზიტის ჩაშლაში დაადანაშაულა. როგოზინის განცხადებით, მოლდოველი პოლიტიკოსის დავალებით, რუმინეთის ხელისუფლებამ მის თვითმფრინავს საჰაერო სივრცის გადაკვეთის საშუალება არ მისცა და უკან დააბრუნა.

როგოზინმა ოფიციალური კიშინიოვი რუსეთსა და რუმინეთს შორის დაპირისპირების პროვოცირებაში დაადანაშაულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×