(რეზონანსი) პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პუტინის ოკუპირებ აფხაზეთში დაგეგმილი ჩასვლა და მაღალჩინოსნების გაკეთებული განცხადებები შეაფასა. მისი თქმით აღნიშნული "ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობაა".
"რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ, რომ რუსეთთან პოლიტიკურად დავარეგულიროთ ჩვენი კონფლიქტი. საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა შევარიგოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამ ამოცანის წარმატებით განხორციელებაში არც ერთ ჩვენგანს, პირადად მე, ეჭვი არ მეპარება", - ამბობს კვირიკაშვილი.
შეგეხსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტიდან ზუსტად 9 წლის თავზე, 8 აგვისტოს, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს. პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლოს 2013 წელს იყო.