რეზონანსი
03.08.2017

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისან-სამგორის სამმართველომ კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს „შარავანდის" ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით, რაც ნივთების დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, დაიწყო.

როგორც შსს-ში ამბობენ, საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, შპს „შარავანდის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.

მათი თქმით, ცეცხლის ჩაქრობაში 30-ზე მეტი სახანძო-სამაშველო ტექნიკა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. შენობიდან კი 10-მდე თანამშრომილის ევაკუაცია განახორციელეს.

გუშინ შპს „შარავანდის" ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რამაც საწყობების დაწყვა გამოიწვია. დაახლოებით, 800 კვ.მ. მეტრია დამწვარი. შპს „შარავანდი" პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მხარდაჭერილი საწარმოა. ის ქართულ ბაზარზე ეტიკეტებსა და სხვადასხვა სახის პოლიმერულ შესაფუთ მასალებს აწარმოებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×