რეზონანსი
03.08.2017

 (რეზონანსი) აშშ-ის პრეზიდენტმა - დონალდ ტრამპმა ახალი კანონპროექტი სახელწოდებით - „აღმასვლა" (The Raise) წარადგინა, რომელიც „გრინ ქარდის" გათამაშების სისტემის შეცვლას ითვალისწინებს.

ახალი კანონპროექტის თანახმად, აშშ-ში ცხოვრების უფლების მიღების უფრო მეტი შანსი ექნებათ იმ მიგრანტებს, რომლებმაც ინგლისური ენა იციან, შეუძლიათ საკუთარი თავისა და ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა, ფლობენ ისეთ პროფესიულ უნარებს, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკას გამოადგება.

კანონპროექტს დონალდ ტრამპმა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში იმიგრაციული სისტემის ყველაზე დიდი რეფორმა უწოდა. დოკუმენტის შემუშავებაში სენატორები დევიდ პერდიუ და ტომ კოტონი მონაწილეობდნენ.

„გრინ ქარდის" ლატარეა აშშ-ში 1990 წლიდან მოქმედებს. ყოველწლიურად ლატარეაში ვლინდება 50 ათასი გამარჯვებული, რომელიც აშშ-ში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას იღებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×