რეზონანსი
03.08.2017

 (რეზონანსი) ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი პირი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელი მიზან ლომია ავრცელებს.

„დაღუპულები არიან სანკტ-პეტერბურგის ორი მცხოვრები - ელენა პოლიაკოვა და ელენა ტიმოფეევა", - განაცხადა ლომიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, აფეთქება გუდაუთის რაიონში, სოფელ პრიმორსკთან მდებარე იარაღის საწყობში მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×