რეზონანსი
03.08.2017

 (რეზონანსი) ფრაქცია „ქართული ოცნება" პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას პასუხობს.

„გუშინ გიორგი მარგველაშვილმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ მას და არ უპასუხონ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს", - აღნიშნულია ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საუბარია პრეზიდენტის გუშინ „რუსთავი 2"- თან მიცემულ ინტერვიუზე, სადაც მარგველაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დღემდე, პარტია, რომელიც უმრავლესობას მოიპოვებს, მისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის მიუღებელი და დასაცინი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×