რეზონანსი
03.08.2017

 (რეზონანსი) ანაკლიაში, "ჯემ ფესტის" მიმდებარე ტერიტორიაზე "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ერთ-ერთი მხარდამჭერი ბაქარ ყორშია დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „თეთრი ხმაურის მოძრაობა" ავრცელებს.

"ბაქარ ყორშია, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მხარდამჭერია, ანაკლიაში, „ჯემ ფესტის" მიმდებარე ტერიტორიზე აიყვანეს. რამდენად ჩვენთვის გახდა ცნობილი, მას ედავებიან ნარკოტიკული საშუალების (ექსტაზი) უკანონო შეძენა-შენახვას. „თეთრი ხმაურის მოძრაობამ" სწრაფი რეაგირების მიზნით ჩართო სახალხო დამცველის აპარატი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომლის წარმომადგენელიც ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის შენობაში იმყოფება. ჩვენი ადვოკატი კი ბათუმიდან ზუგდიდისკენ მიემგზავრება. ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა, ბაქარ ყორშია პოლიციელების მიერ ნაცემი იყოს", - ნათქვამია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბაქარ ყორშიას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში კითხავენ. დანიშნულია ექსპერტიზა. დაკავებულთან იმყოფება საია-ს ზუგდიდის ოფისისი ხელმძღვანელი ჯანო ჭკადუა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×