რეზონანსი
03.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობას და შპს „აქუა ენერჯი ჯორჯიას" შორის „თბილისის ზღვის ჰესის" თაობაზე დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ" მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა განაცხადა, საუბარია ძალიან მცირე, ნახევარ-მეგავატიან ჰესზე და ის შესაბამისი კვლევის შემდეგ აშენდება.

"ეს არის მხოლოდ კვლევის მემორანდუმი. ექვსი თვის შემდეგ მათ უნდა მოიტანონ კვლევები და ამის შემდეგ მოხდება განხილვა, მიზანშეწონილია თუ არა მანდ ჰესის აშენება", - ამბობს ელოშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×