რეზონანსი
03.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოში კვირის ბოლომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, შესაძლებელია ზოგიერთ რაიონში გაწვიმდეს, თუმცა ეს ტემპერატურაზე არ იმოქმედებს.

დასავლეთ საქართველოს შიდა რაიონებში 35-40, სანაპირო რაიონებში 25-30, ხოლო მთიან რაიონებში 34-39 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა 34-39 გრადუსს მიაღწევს, მთიან რაიონებში 32-37, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 30-32 გრადუსი იქნება.

თბილისში, კვირის ბოლომდე, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 36-39 გრადუსი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×