რეზონანსი
03.08.2017

 (რეზონანსი) დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთავან ციხელაშვილი პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში 8 აგვისტოს დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თარიღი შემთხვევითი არ არის.

"ჩვენ ოკუპაციას ვუპირისპირდებით მშვიდობით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებით, სამშვიდობო პოლიტიკით, რომელიც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიტანს შედეგს. ალბათ, ეს არის მცდელობა, რუსეთის ექსკლუზიური გავლენა კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს, რომელიც მან 2008 წელს საქართველოს 2 რეგიონზე დაამყარა", - ამბობს ციხელაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას არ შეეგუება.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტის 9 წლის თავზე, 8 აგვისტოს, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×