რეზონანსი
03.08.2017

 (რეზონანსი) ხვალ დავით უსუფაშვილის მოძრაობა „შენების მოძრაობა" თბილისის საარჩევნო გუნდსა და მერობის კანდიდატს წარადგენს.

პრეზენტაცია 12:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერში გაიმართება.

უსუფაშვილი კანდიდატად ამ არჩევნებში კენჭს არ იყრის.

"შენების მოძრაობა" პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დააფუძნა. მოძრაობის სადამფუძნებლო პრინციპები და ლოზუნგია - "რაც კარგია, ვუვლით, რაც ცუდია, ვცვლით, რაც გვაკლია, ვქმნით".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×