(რეზონანსი) „ევროპული საქართველო" პოლიტსაბჭომ პირველ გასვლით სხდომას ბაზალეთში გამართა, სადაც საარჩევნო სტრატეგია და სიები განიხილა.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრის - დავით ბაქრაძის თქმით, გასვლით სხდომაზე, პარტიისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.
„არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო სტრატეგია და პარტიის საარჩვენო პროგრამა, დამტკიცდა, რომელსაც უახლოეს მომავალში, ყველა ჩვენი წარმომადგენელი თითოეულ რეგიონში მიიტანს, იმისთვის, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა იცოდეს, მას „ევროპული საქართველო" რას ჰპირდება," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძემ საარჩევნო ნომერი დაასახელა, რომლითაც პარტია არჩევნებში მონაწეილეობას მიიღებს.
„დღეს მივიღეთ გადაწყევტილება და დამტკიცდა, რომ მომავალ არჩევნებში, "ევროპული საქართველოს" საარჩევნო ნომერი 2 იქნება," - აცხადებს ბაქრაძე.