(რეზონანსი) ე.წ. ციანიდის საქმეზე ხვალ ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენებას მისცემს. ამის შესახებ განცხადება დეკანოზის - ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ გააკეთა.
ბრალდებული დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ფარგლებში დაიკითხება. მის დაკითხვაში მონაწილეობას პროკურატურაც მიიღებს.
საქმის პროკურორებმა ბრალდებულს ჩვენების მიცემა წინა სხდომაზეც შესთავაზეს, თუმცა დეკანოზმა უარი განაცხადა. ადვოკატი ამბობს, რომ დეკანოზის პირველი ჩვენება, რომელიც მან საგამოძიებო უწყებას მისცა ძალაშია, თუმცა სხდომაზე ის მეტი ინფორმაციის გამჟღავნებას გეგმავს.
დეკანოზის დაკითხვის შემდეგ, დაცვის მხარე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას გააგრძელებს. დაცვის მხარეს საქმეში სულ რამდენიმე მოწმე ჰყავს. ისინი აღარ დაკითხავენ იმ მოწმეებს, რომლებიც მათ სიაში იყო, თუმცა პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე უკვე დაიკითხნენ.