(რეზონანსი) 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლის თავზე ორგანიაზაცია „ძალა ერთობაშია" და მედიაჰოლდინგი „ქრონიკა პლუს", კასპის რაიონი სოფელ ყარაფილასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე და ზუდგიდის რაიონის სოფელ რუხში - ენგურის ხიდთან, ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმვენ.
აქციები მიზნად, ომის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგებას და მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ პოციზიის გამოხატვას, ისახავს, ხოლო ენგურის ხიდზე აქციის მონაწილეები ცოცხალი ჯაჭვით 8 აგვისტოს სოხუმში პუტნის ჩასვლას გააპროტესტებენ.
ყარაფილასთნ აქცია 12:00 საათზე, ენგურის ხიდზე კი 14:00 საათზე დაიწყება.
როგორც „ძალა ერთობაშია"-ს ორგანიზაციის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, აქციაში მონაწილე მსურველებს ყარაფილამდე ტრანსპორტით გადაიყვანენ. მისი თქმით შეკრება ვარდების რევოლუცის მოედანზე დილის ათი საათიდან მოხდება.
რაც შეეხება ენგურის ხიდეზე აქციის გამართვას, მსურველები 12:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე შეკრიბებიან, რის შემდეგაც საოკუპაციო ხაზთან გადაინაცვლებენ.