რეზონანსი
04.08.2017

 (რეზონანსი) ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, მდინარი ბებიაშვილს საქართველოში 6 აგვისტოს ჩამოასვენებენ. როგორც თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, გარდაცვლილ ჯარისკაცს სამშობლოში სამხედრო წესით ჩამოასვენებენ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. მას, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე და საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი, უერთდება.

გეტყვით, რომ გუშინ, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა, რასაც ბებიაშვილის გარდაცვალება და სამი ქართველი ჯარისკაცის, კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილის, უფროსი ლეიტენანტ გიგა ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ხარშილაძის, დაშავება მოჰყვა.

გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ხახუტაშვილი და ხარშილაძის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მედლები, „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის", აქვს მიღებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×