რეზონანსი
04.08.2017

 (რეზონანსი) დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის - ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, თბილისის მერია "სითი პარკის" ჩანაცვლებას ახალი კომპანიით გეგმავს, რომელიც "თბილისის მიკროავტობუსის" მფლობელ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის.

ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის მერიასა და მაქაცარაიას შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ამ კომპანიის პრეზენტაცია მიმდინარე თვეში იგეგმება. მისი თქმით, "სითი პარკის" საკომპენსაციო 25 მილიონ ლარსაც სწორედ მაქაცარია გადაიხდის.

ელისაშვილი აღნიშნულ მოლაპარაკებებს უარყოფითად აფასებს და დედაქალაქის საპარკინგო კომპანიის გამოსავლენად საერთაშორისო ტენდერის ჩატარებას მოითხოვს.

„ეს დაუშვებელია. მინდა, ხვიჩა მაქაცარიაც და "ქართული ოცნებაც", გავაფრთხილო, რომ ეს ბნელი და საეჭვო გარიგება აუცილებლად გაუქმდება. ჩვენი შეთავაზება და კატეგორიული მოთხოვნაა, რომ "სითი პარკის" გასვლის შემდეგ გამოცხადდეს საერთაშორისო ტენდერი",- განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ელისაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, თუ იგი თბილისის მერობის არჩევნებში გაიმარჯვებს, პირველს რასაც გააკეთებს ეს „სითი პარკის" დედაქალაქიდან გაშვება იქნება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×