რეზონანსი
04.08.2017

 (რეზონანსი) ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - "ახალი საქართველო", "ახალი ერთობა საქართველოსთვის", " ევროპელი დემოკრატები" და პოლიტიკური გაერთიანება "სამოქალქო ალიანსი თავისუფლების" გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული პარტიების ლიდერებმა გიორგი ვაშაძემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ, მამუკა გამყრელიძემ, პაატა დავითაიამ და ზურაბ ხარატიშვილიმ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" პრესკონფერენცი გამართეს.

ახალი ოპოზიციური გაერთიანება პროდასავლურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს გაერთიანებისა და პრაიმერის გზით, მერობისა და საკრებულოს საერთო კანდიდატების არჩევისკენ მოუწოდებს.

ოპოზიციას გაერთიანებისკენ გიორგი ვაშაძემ მოუწოდა. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×