რეზონანსი
04.08.2017

 (რეზონანსი) მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ორ მიწაზე - ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს კონსული მოემსახურება.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საკონსულო წარმომადგენელი მიუნხენში, ჩვენი ქვეყნის საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით მოქმედ საკონსულო დაწესებულებაში განთავსდება და აღნიშნულ ქალაქებში მცხოვრებ თანამოქალაქეებს საკონსულო მომსახურებას გაუწევს.

"აღნიშნული გადაწყვეტილება საგარეო უწყებამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღო.

ახლად დანიშნული კონსული - ზაქარია მეგრელიშვილი, საქართველოს ელჩმა - ლადო ჭანტურიამ, საქართველოს საპატიო კონსულს კლაუს ჰიპსა და მიუნხენში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეს - ლერი დათაშვილს, პირადად გააცნო ",- ნათქვამია საქართველოს საგრეო უწყების ინფორმაციაში

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×