რეზონანსი
04.08.2017

 (რეზონანსი) Washington Post-ი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იანვრის სატელეფონო საუბრების სტენოგრამას აქვეყნებს. დონალდ ტრამპი მექსიკის და ავსტრალიის ლიდერებს ესაუბრება.

დონალდ ტრამპი მექსიკელი კოლეგის საზღვარზე კედლის მშენებლობის საფასურის გადახდაზე დათანხმებას ცდილობს და თანხმობის შემთხვევაში მას არჩევნებში გამარჯვებას ჰპირდება.

საზღვარზე კედლის მშენებლობის საკითხზე დავის გამო მექსიკის პრეზიდენტმა ვაშინგტონში ვიზიტი გააუქმა. დონალდ ტრამპი მშენებლობის დაწყებას 2017 წლის ნოემბერში გეგმავს.

ავსტრალიის პრემიერთან საუბრისას კი, ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილი შეთანხმების გამო გაღიზიანებას ვერ მალავს. ბარაკ ობამამ ავსტრალიის კუნძულებიდან მიგრანტების მიღებაზე თანხმობა განაცხადა.

გეტყვით, რომ კონგრესი მექსიკასთან კედლის მშენებლობისთვის მილიარდ 600 მილიონის გამოყოფაზე ფიქრობდა. ხოლო, მექსიკის პრეზიდენტის ვაშინგტონში არ ჩასვლის მზეზი აღნიშნული კედლი მშენებლობის დაფინანსებაზე ტრამპის უარი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×