(რეზონანსი) ტაილანდის ნაციონალური კომისიამ, რომელიც ტელემაუწყებლობის მიმართულებით მუშაობს, ინტერნეტ პროვაიდერებს პირობა წამოუყენა. თუკი Youtube და Facebook ტაილანდის სასამართლოს მიერ დაბლოკილ კონტენტს არ აკრძალავს, ისინი იძულებულები გახდებიან ქვეყანაში აღნიშნულზე მოხმარება საერთოდ აკრძალონ.
„ჩვენ ვთავაზობთ, რომ Facebook-მა დაYoutube-მ წაშალოს ის ვებგვერდები, რომლებიც ტაილანდის სასამართლოს მიერ აკრძალულია. მათ ტაილანდის კანონმდებლობა და სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა დაიცვან", - განაცხადა ტაილანდის ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარემ ტაკორნ ტანტასიტმა.
წელს ტაინალდის სასამართლომ 35 წლით თვაისუფლების აღკევთა მიუსაჯა კაცს, რომელმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც სასამართლო მეფის ოჯახის შეურაცხყოფად მიიჩნია.
საქმეა ვიდოესთან, რომელშიც აღწერილია ტაილანდის ნახევრადშიშველი მეფე უცნობ გოგოსთან ერთად, სავაჭრო ცენტრში. მეფეს და მის გვერდით მყოფ გოგოს მოკლე შორტები და "ტოპი" აცვია.