(რეზონანსი) "ქართული მარშის" წევრის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მათი წარმომადგენლის, რამაზ გაგნიძის მიმართ უკანონო ქმედება განხორციელდა, რაც იმაში გამოიხატება, რომ მისი საცხოვრებელი ბინა facebook-ის სტატუსის გამო გაჩხრიკეს.
როგორც ბრეგაძემ ამბობს, აღნიშნული ქმედება პოლიტიკური ტერორის დასაწყისია. მისი თქმით მთავარ პროკურორს მიმართეს, რადგან ის პირები დაისაჯონ ვინც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული მარში" საპროტესტო აქციებს მიმართავს.
"ქართული მარშის" წარმომადგენლებმა შესაბამისი წერილი მთავარ პროკურატურაში დღეს წარადგინეს.
საქმე ეხება რამაზ გაგნიძის სტატუსს, რომელიც მუსლიმ კრიმინალ-ტერორისტებს ეხებოდა.
ბრეგაძეს ცნობით, სოციალურ ქსელში გაგნიძის მიერ განთავსებული სტატუსის მსგავსი შინაარსის პოსტი, "ქართველთა მარშის" დაახლოებით 500-მდე აქტივისტმა დადო.