რეზონანსი
04.08.2017

 (რეზონანსი) ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ GEM FEST-ის რამდენიმე მონაწილე გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს დაუზუსტებელი სუბსტანციით მოწამვლის ნიშნები აღენიშნებათ. ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

დღესვე, მსგავსი სიმპტომებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 22 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც ასევე GEM FEST- ის მონაწილე იყო. გოგონა დიდი ოდენობით უცხო ნივთიერების მიღებით გამოწვეული ინტოქსიკაციის დიაგნოზით შეიყვანეს. მიყვანის დროს სასიცოცხლო ფუნქციები არ აღენიშნებოდა. რა ნივთიერებამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, ექიმების თქმით, ექსპერტიზა დაადგენს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×