რეზონანსი
04.08.2017

 (რეზონანსი) პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ იმის შესახებ, თუ რომელი საბუთის საფუძველზე შევიდა მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე.

„სასაზღვრო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, მონაცემები სასაზღვრო კონტროლის შესახებ მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შეიძლება გადაეცეს", - განაცხადა პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა აგნეშკა გოლიასმა.

პოლონეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა მალგოჟატა გოშევსკაიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი პოლონეთში ვიზიტით იმყოფება. სააკაშვილმა ვარშავის ამბოხის 73-ე წლისთავის ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, სააკაშვილი არც ერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის. პოლონეთში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×