რეზონანსი
04.08.2017

 (რეზონანსი) "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან მავთულხლართები გაავლეს.

პარტიის წევრებმა მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებული წარმოდგენით დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებული განცხადება გააპროტესტეს, რომლის მიხედვით, მცოცავი ოკუპაცია არასწორი ტერმინია, ის არ არსებობს და რომ რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრების დადგენა წინა ხელისუფლების შეცდომების შედეგია.

"ენმ-ის" წევრები ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ. ისინი სერგეენკოს განცხადებას, „დამღუპველსა და მოღალატეობრივს" უწოდებენ.

„არ შეიძლება საქართველოს მთავრობის წევრმა გააკეთოს განცხადება, რომელიც ერთი ერთზე ემთხვევა ოკუპანტის ინტერესებს. ასეთ განცხადებებს რუსეთი დუმის წევრები აკეთებენ. თუ შერჩენია ელემენტარული სინდისი, ამ ადამიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს,"- განაცხადა ნიკა რურუამ.

სერგეენკომ ოკუპაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი ოკუპაცია არ არის, ეს არის იმ ფარგლების, იმ "რუსეთის ქმედებების აღწერისას, ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ტერმინი "მცოცავი ოკუპაცია" გამოიყენება, რომელიც თავისი საფუძველით სწორი არ არის. ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი არ არის. ეს არის იმ ფარგლების, იმ "საზღვრების" დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×