რეზონანსი
05.08.2017

 (რეზონანსი) ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ 2017 წლიდან დღემდე გაცემული ე.წ. აფხაზური პასპორტები შეამოწმა. დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, გამოვლენილია ე.წ. შესაბამისი კანონმდებლობის მრავალრიცხოვანი დარღვევა, რომელიც ჩაწერის ადგილს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

დე ფაქტო უწყების განცხადებით, ე.წ. პასპორტის აღების მსურველთა მიერ წარდგენილი „დოკუმენტაციიდან" სათანადოდ არ იყო გადამოწმებული ცნობები საცხოვრებელი ადგილის შესახებ. დე ფაქტო გენერალური პროკურატურა დარღვევებში ე.წ. საპასპორტო სამსახურებს და რაიონებში „ჩაწერის საკითხებში საგანგებო კომისიებს" ადანაშაულებს.

აღნიშნული ფაქტები სოფლების რაიონულ „ადმინისტრაციებს" უკვე გადაეცა და შემთხვევების გამოძიება დაიწყო.

დე ფაქტო შს უწყების მონაცემებით, 2017 წლის პირველ ნახევარში გაიცა 18 922 ე.წ. ნაციონალური პასპორტი და 715 ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×