(რეზონანსი) ისრაელისა და ბეთლემის გამყოფ კედელზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გრაფიტში გამოსახული ორი სურათი დახატეს. ინფორმაციას „NewsWeek"-ი ავრცელებს.
ერთ-ერთ ნახატზე ტრამპი გოდების კედელთან დგას. სურათს აქვს წარწერა: „მე შენ აგიშენებ ძმას". ტექსტის შინაარსში ასახულია ტრამპის განზრახვა - მექსიკასთან კედლის მშენებლობის შესახებ.
მეორე გრაფიტზე აშშ-ის პრეზიდენტი სათვალთვალო კოშკს არის შემოხვეული და მის გარშემო პატარა ვარდისფერი გულები დაფრინავენ. დასავლური მედიის აზრით, შესაძლოა ორივე ნახატის ავტორი იდუმალი გრაფიკოსი და მხატვარი ბენკსია.
„უბრალოდ ვიცი,რომ აშშ-ის პრეზიდენტს უყვარს სასაზღვრე კედლები. რადგან მოვხვდი ამ ადგილას, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საზღვრის კედელთან, გადავწყვიტე მასზე ტრამპი დამეხატა" , - განაცხადა ფრესკების იდუმალმა ავტორმა,რომელსაც e-mail მისამართი „lushsux"-ის სახელზე აქვს.
ტრამპის თქმით, აშშ-ის სამხრეთით, მექსიკასთან სასაზღვრო კედლის აშენებით, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანების ტრეფიკინგი და არალეგალური იმიგრაცია შემცირდება.
გრაფიტის მხატვარ ბენკსის სხვა გაშარჟებული ნამუშევრებიც აქვს. მისი რამდენიმე ფრესკა ისრაელის მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებს.