რეზონანსი
05.08.2017

 (რეზონანსი) ნატო-ს ქვეყნის ჯარისკაცები უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, სტეფან პოლტორაკი აცხადებს. ინფორმაციას „ria.ru" ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ამ წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში მონაწილეობის სურვილი ბევრმა პარტნიორმა ქვეყანამ გამოთქვა.

„აქ იქნება წარმოდგენლი ალიანსის ყველა ქვეყანა, ასევე ისინი,რომლებიც ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფიან, მათ შორის საქართველო", - აღნიშნა პოლტორაკმა. მინისტრმა განაცხადა,რომ აღლუმში მონაწილეობისთვის მოლაპარაკებები კიდევ 6 ქვეყანასთან მიმდინარეობს.

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×