(რეზონანსი) სინოპტიკოსების ცნობით, 6 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის მაღალმთიან რაიონებში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 35-40 გრადუსი იქნება, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი 28-33 გრადუსამდე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 5 - 6 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +31, +36, ზოგან კი 40 გრადუსამდეა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +34, +39 გრადუსის ფარგლებში იქნება.
8-9 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს. შავი ზღვის სანაპირო ზოლში - 33-35 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 6 აგვისტოს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 35-38 გრადუსი იქნება, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით, რომელიც ტემპერატურაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენს.