რეზონანსი
06.08.2017

 (რეზონანსი) მთელი ღამის განმავლობაში, საავადმყოფოში „Gem fest" - ის კიდევ ექვსი მონაწილე გადაიყვანეს.

„Gem fest" -ის ტერიტორიიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შეყვანილი ექვსი პაციენტიდან, ხუთს სხვადასხვა სიმპტომები, ერთს კი, უცხო ნივთიერებით ინტოკსიკაცია აღენიშნებოდა.

„19 წლის გოგონა, რომელიც უცხო ნივთიერების ინტოქსიკაციით შემოიყვანეს, ამ დრომდე, საავადმყოფოში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი ხუთი, უკვე გავწერეთ. მათ მცირე ნაკაწრები, ნამზეური, მაღალი სიცხე აღენიშნებოდათ ", - ამბობს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მორიგე ექიმი ლაშა გრიგოლია.

4 აგვისტოს კი „Gem Fest" - ში მონაწილე 22 წლის გოგონა გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×