რეზონანსი
06.08.2017

 (რეზონანსი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, მდინარე სუფსაში ორი მოზარდი დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, 12 წლის გოგონები ერთმანეთის დეიდაშვილები იყვნენ, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ და ადიდებული მდინარიდან უკან გამოსვლა ვერ შეძლეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, ადგილზე ქობულეთისა და ბათუმის წყალზე მაშველებისა და მყვინთავების რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა.

მაშველებმა მდინარიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგონას ცხედარი უკვე ამოიყვანეს, მეორეს სამძებრო სამუშაოები კი ხვალიდან განახლდება.

შსს-მ მომხდარზე საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×